მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარია საქართველოში ფულის მასა?

60accd5e681ff
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.21 14:15
2864
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში ფულის მასის მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 13.79 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მარტში არსებულ მაჩვენებელს 182 მილიონი ლარით აღემატება. 

შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 2.40 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 11.39 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში M2-ის მასის ზრდა 21.1%-ია. 

რაც შეეხება უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ლარების მოცულობას, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, ის 4.63 მილიარდ ლარს შეადგენს. მარტთან შედარებით მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა 169 მილიონი ლარით არის გაზრდილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით კი ის 391 მილიონი ლარით - 9.2%-ით არის გაზრდილი.