მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 11 თვეში?

63a8300404d90
თელარა გელანტია
25.12.22 15:50
1303
ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 11 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებული 13 მილიარდ 213 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის ანუ 14 მილიარდ 473 მილიონის 91,3%-ია.

მათ შორის ყველაზე დიდი თანხა - 5,5 მილიარდი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა.

უფრო დეტალურად ბიუჯეტის შესრულება გადასახადების მიხედვით ასე ნაწილდება:

• საშემოსავლო გადასახადი - 4,2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 92,2%;
• მოგების გადასახადი - 1,8 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 96,2%;
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 5,5 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 93,7%;
• აქციზი - 1,8 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 90,9%;
• იმპორტის გადასახადი - 112,7 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 100,6%.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ასევე საუბარია პრივატიზაციის შესახებაც, წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან 300 მილიონი ლარის შემოსავალს ელის, თუმცა 11 თვეში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 156,6 მლნ ლარი, რაც რაც საპროგნოზო მოცულობის (300 მლნ ლარი) 52.2%-ია.