25.ნოემბერი .2022 12:12

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?
views 862
უკან

ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების 10 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებული თანხა 11.7 მილიარდი ლარია, რაც მთელი წლის გეგმის 81%-ია. მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 4.9 მილიარდი ლარი ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა.

უფრო დეტალურად ბიუჯეტის შესრულება გადასახადების მიხედვით ასე ნაწილდება:

• საშემოსავლო გადასახადი - 3.8 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 84%;
• მოგების გადასახადი - 1.65 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 90%;
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 4.9 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 85%;
• აქციზი - 1.6 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 81%;
• იმპორტის გადასახადი - 99 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 88%.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ასევე საუბარია პრივატიზაციის შესახებაც, წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან 300 მილიონი ლარის შემოსავალს ელის, თუმცა 12 თვეში მხოლოდ 156 მილიონი ლარის ქონებაა გაყიდული, რაც წლიური გეგმის მხოლოდ 52%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა