მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის ფინანსური დახმარება გაუწია აშშ-მა საქართველოს ბოლო 28 წლის განმავლობაში?

5de01cc68776f
BM.GE
28.11.19 23:07
6398
საქართველო აშშ-ის საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ევროპასა და ევრაზიაში. ამის შესახებ კონგრესის კვლევის სამსახურის (CRS) ანგარიშში წერია, რომელიც 17 ოქტომბრით თარიღდება.

„1990-იან წლებში (1992-2000) აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ჯამში 860 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. დეკადის ბოლოს აშშ-მა დაიწყო საქართველოს დახმარება გაზრდილი თანხებით, რათა მას სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში დახმარებოდა“, - წერია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გახდა ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმღები 2000-იან წლებში ევროპასა და ევრაზიაში. 2001-დან 2007 წლამდე ჯამში საქართველომ აშშ-სგან 945 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო. ამასთან, 2005 წელს, საქართველომ 295 მილიონი დოლარის ოდენობის პირველი ხუთწლიანი გრანტი მიიღო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან გზების, მილსადენების დაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ასევე აგრობიზნესის გასავითარებლად.

ასევე კონგრესის კვლევის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ რაც რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა, აშშ-მა არსებითად გაზარდა დახმარება საქართველოსთვის. აშშ-ის მთავრობამ 38 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მაშინვე გასცა. ხოლო 2008 წლის სექტემბერში მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ დახმარების პაკეტი მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი იქნებოდა საქართველოსთვის. საერთო ჯამში ამერიკის დახმარებამ 2008-2009 წლებში 1,04 მილიარდ დოლარს მიაღწია.

აგვისტოს ომის შემდეგაც საქართველო ინარჩუნებდა ამერიკული დახმარების მთავარი მიმღები ქვეყნის სტატუსს. არამსახედრო დახმარებამ 2010 წლიდან 2017 წლამდე საშუალოდ წლიურად 60 მილიონი დოლარი შეადგინა. ამას დაემატა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ მეორე ხუთწლიანი გრანტი 140 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც განათლების ინფრასტრუქტრას და ტრენინგებს და მეცნიერების და ტექნოლოგიების სწავლების განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

2018 წლის განმავლობაში კი ამერიკულმა არასამხედრო დახმარებამ საქართველოსთვის 70,8 მილიონი დოლარი შეადგინა, 2019 წლისთვის კონგრესმა მხარი დაუჭირა 89,8 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას, 2020 წლისთვის კი კონგრესის შესაბამისმა კომიტეტმა საქართველოსთვის 89,8 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის რეკომენდაცია გასცა, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპი 42,4 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.