მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა 2021 წლის 4 თვეში საქართველოს მთავრობამ

60a7d4019cb28
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.21 12:00
4098
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 4 თვის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ წელს სულ 3.44 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2020 წლის საგადასახადო შესრულებასთან მიმართებით 104.5 მილიონი ლარით, ანუ 3.1%-ით ნაკლებუა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2021 წელს 2020 წელთან შედარებით ყველაზე მეტად - 167 მილიონი ლარით (14%-ით) საშემოსავლო გადასახადის მოცულობა არის შემცირებული და ის 1.03 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა ეს შემცირება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ 2021 წლის მაისის ჩათვლოთ 1500 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან ნახევრად გათავისუფლებულია. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ მთავრობა იმსჯელებს გაგრძელდება თუ არა ამ შეღავათის მოქმედება, რის შემდეგაც ის კორექტირებულ ბიუჯეტშიც აისახება.

რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის იანვარ-აპრილში დღგ-ის სახით 1.37 მილიარდი ლარი აკრიფეს, რაც 2020 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. დღგ-ის შემოსავლის ასეთი მატება ქვეყანაში ეკონომიკური ბრუნვის გააქტიურებაზე მეტყველებს.

აქციზის გადასახადის სახით, 2021 წლის 4 თვეში მობილიზებულია 426 მილიონი ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 30%-ით, ანუ 98 მილიონი ლარით მეტია.

მოგების გადასახადის სახით კი 482 მილიონი ლარი არის მობილიზებული, რაც 2020 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.