27.ივნისი .2022 19:06

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?
views 831
უკან

ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის შესრულების 5 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში მთავრობამ 5.76 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც 6 თვის გეგმის 85%-ია. 

ცალკეული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავალი ასე ნაწილდება:

• დღგ - 2.26 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 92%;
• საშემოსავლო გადასახადი - 1.89 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 88%;
• მოგების გადასახადი - 887 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 97%;
• აქციზი - 612 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 79%. მათ შორის თამბაქოს აქციზი 217 მილიონი ლარი, დიზელის და ბენზინის აქციზი 213 მილიონი ლარი.

სხვა შემოსავლები - 597 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 129%;
ვალდებულებების ზრდა - 809 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 62%.