მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის შემოსავალს იღებს რუსეთის ბიუჯეტი ნავთობითა და გაზით?

62eb90d073e2d
გიორგი თოლორდავა
04.08.22 15:14
4121
ენერგორესურსები რუსეთის ფედერაციის უმთავრესი შემოსავლის წყაროა. მიმდინარე წელს საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობისა და გაზის მკვეთრი გაძვირებით ენერგორესურსების ექსპორტის საშუალებით რუსეთის მიერ მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობამ მაქსიმალურ ნიშნულს აპრილში მიაღწია, კერძოდ, ერთ თვეში ბიუჯეტმა 1,798 მლრდ რუბლის ($30 მლრდ) შემოსავალი მიიღო.

გასულ თვეს ნავთობითა და გაზით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 770 მლრდ რუბლი ($12.8 მლრდ) შეადგინა, რაც 33%-ით ჩამოუვარდება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ივლისში დაფიქსირებული ვარდნის განმაპირობებელი მიზეზი დასავლეთში რუსულ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის შემცირებაა, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში ბარელი ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე 90-100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მარტსა და აპრილში კი ნავთობის ფასი 120-130-დოლარიან ნიშნულს აღწევდა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის შვიდ თვეში მიღებულმა შემოსავალმა 7,147 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 120 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ენერგორესურსებით მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები თვეების მიხედვით:

იანვარი - 795 მლრდ რუბლი ($12.2 მლრდ)

თებერვალი - 972 მლრდ რუბლი ($16.1 მლრდ)

მარტი - 1,208 მლრდ რუბლი ($20 მლრდ)

აპრილი - 1,798 მლრდ რუბლი ($30 მლრდ)

მაისი - 886 მლრდ რუბლი ($14.7 მლრდ)

ივნისი - 718 მლრდ რუბლი ($11.9 მლრდ)

ივლისი - 770 მლრდ რუბლი ($12.8 მლრდ)