სამშენებლო სექტორი და მასთან დაკავშირებული სფეროები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 9%-ს ქმნის და 100 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. პანდემიის დროს სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც დარგის ბრუნვა 8%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელს უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებასთან ერთად, სექტორის ზრდის ტემპიც აღდგა. 2022 წელს კი აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად, ნედლეულის გლობალური ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიწოდების ჯაჭვები კი ახალ კრიზისში აღმოჩნდა.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამშენებლო მასალების ღირებულება. არმატურის ფასი მხოლოდ წელს 44%-ით გაიზარდა. ასევე მაღალი ტემპით იზრდება ცემენტის ფასი, ეს კი ინფრასტრუქტურის მშენებლობას დამატებით აძვირებს.
სამშენებლო სექტორი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ერთია სპეციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მოიცავს გზებს, ხიდებს, გვირაბებს, ჰესებსა და სხვა ობიექტებს, მეორე კი საცხოვრებელი სახლებისა და ნაგებობების მშენებლობაა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოს კონტრაქტორები ითხოვენ მთავრობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ფასების კორექტირებას და ნედლეულის ფასის ინდექსაციას, რადგანაც მასალების გაძვირების გამო კომპანიებს მთავრობასთან ხელმოწერილ ფასებში პროექტების დასრულება უჭირთ. საქართველოში სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. განსაკუთრებით კი ცემენტის სეგმენტში, სადაც მოხმარების ⅔-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებისაა. საქსტატის მიხედვით, გასულ წელს იმპორტი $44 მილიონი იყო, შესყიდული ცემენტის მოცულობა კი 850 ათასი ტონაა. შესაბამისად, ტონა ცემენტს ქვეყანა 51 დოლარად ყიდულობდა. ცემენტის ადგილობრივი წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მსხვილი ქართული კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშებიდან. საქართველოში ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი „ჰაიდელბერგცემენტია”, რომლის შემოსავალიც 2020 წელს 360 მილიონ ლარს შეადგენდა.
ცემენტის და ბეტონის მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები:
• ჰაიდელბერგცემენტი - 363.2 მილიონის შემოსავალი 2020 წელს;
• კავკაზ ცემენტი - 54.4 მილიონის შემოსავალი 2020 წელს.
რაც შეეხება არმატურას და მეტალის სხვა კონსტრუქციებს, აქ ადგილობრივი წარმოების წილი ბაზრის, დაახლოებით, ნახევარია. იმპორტის მხრივ, 2021 წელს საქართველომ 74 მილიონი დოლარის 106 ათასი ტონა არმატურა შეიძინა. იმპორტირებული არმატურის საფასური ტონაზე საშუალოდ 700 დოლარი იყო. საქართველოში არმატურისა და ფოლადის სხვა სამშენებლო მასალების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია „რუსთავის ფოლადია”, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით, 200,000 ტონა ფოლადს აწარმოებს.
ფოლადის და არმატურის მწარმოებელი კომპანიების შემოსავალი:
• რუსთავის ფოლადი - 222.8 მილიონის შემოსავალი 2020 წელს;
• ჯეოსთილი - 182.3 მილიონის შემოსავალი 2020 წელს.
რაც შეეხება სხვა სამშენებლო მასალებს, ამ მხრივ ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული მასალები ჭარბობს. რამდენიმე საერთაშორისო კორპორაციას საქართველოშიც აქვს წარმოება; მათ შორისაა გერმანული Knauf-ი, რომლის ქართული შვილობილის გაყიდვებიც 2020 წელს 62 მილიონ ლარს შეადგენდა.
ელექტროკაბელების მიმართულებითაც ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საწარმო „საქკაბელია”, რომლის შემოსავალიც 2020 წელს 40.8 მილიონი ლარი იყო.
სტატია უფრო ვრცლად იხილეთ Forbes Georgia-ს ვებგვერდზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი