მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავლები აქვთ ქართულ ტელევიზიებს?

611670b73eaff
BM.GE
13.08.21 17:02
1024
კომუნიკაციების კომისიამ ქართული ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ტელევიზიებმა 35.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 

მიღებული სარეკლამო შემოსავლის მხრივ, პირველ ადგილზე კვლავ "ტელეიმედია", რომლის შემოსავალიც, 2021 წლის 6 თვეში 12.3 მილიონი ლარი იყო. თითქმის თანაბარია ტელეკომპანიების "მთავარის" და "რუსთავი 2"-ის შემოსავლები, რაც 5-5 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო 2.6 მილიონი ლარით მესამე ადგილს "ტვ პირველი" იკავებს. 

2021 წლის 6 თვეში, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები ასე ნაწილდება:

იმედი - 12.30 მილიონი ლარი;
მთავარი - 5.06 მილიონი ლარი;
რუსთავი 2 - 5.06 მილიონი ლარი;
ტვ პირველი - 2.63 მილიონი ლარი;
ფორმულა - 2.54 მილიონი ლარი;
პოსტვ - 1.67 მილიონი ლარი;
სილქნეტი - 1.13 მილიონი ლარი;
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 1.34 მილიონი ლარი.

კომუნიკაციების კომისიის მეთოდოლოგიით, სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.