ფეროშენადნობები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რიგებშია. 2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ $285 მილიონი დოლარის საქონელი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 98%-ით მეტია.
საქართველოში ფეროშენადნობებს რამდენიმე მსხვილი კომპანია აწარმოებს, მათ შორის პირველ ადგილზეა “ჯორჯიან მანგანეზი”, ხოლო “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” მეორე პოზიციას იკავებს.
“ჭიათურმანგანუმ ჯორჯიამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 189 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგება - 74 მილიონი ლარი. ეს წინა წელთან შედარებით შემოსავლების 200%-იან მატებას წარმოადგენს.
შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” 2008 წელს დაფუძნდა, კომპანიის მესაკუთრეა სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული Greenfield Financial Corp-ი, რომლის 100%-იან წილს ბიზნესმენი შმაგი ქემერტელიძე ფლობს. ბიზნესმენი შმაგი ქემერტელიძე ასევე ჩართულია ყაზახეთში ფეროშენადნობების უმსხვილესი ქარხნის მშენებლობის პროექტში, საუბარია კომპანია Qaz Carbon-ის პროექტზე, რომელმაც წლიურად 180,000 ტონა ფეროშენადნობები უნდა გამოუშვას.
კომპანია რამდენიმე ძირითად პროდუქტს აწარმოებს, ესენია ფეროსილიკომანგანუმი; ფერომანგანუმი და ფეროსილიციუმი. 2021 წელს კომპანიის წარმოებამ 31,134 ტონას მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი იყო.
მმართველობითი ანგარიშის თანახმად, კომპანიის ჯამური სიმძლავრე წლიურად 46,200 ტონას შეადგენს. 2021 წელს კომპანიის წარმოებული ერთი ტონა საქონელი 4,575 ლარად იყიდებოდა.
“2008 წლის აგვისტოში ჯგუფმა ააშენა პირველი ქარხანა - ნახშირღელეს ფეროშენადნობთა ქარხანა. მოგვიანებით, ჯგუფმა დაამატა ღუმელები და მიაღწია წლიურ საწარმოო სიმძლავრეს 35,000-39,000 ტონას. 2015 წლის ჯგუფმა შეიძინა ფეროშენადნობთა ქარხანა ორხევში, 7,200 ტონა მაქსიმალური საწარმოო სიმძლავრით.
მანგანუმის ფეროშენადნობების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირში, აშშ-ში, თურქეთსა და დსთ-ში გადის.
სამომავლო განვითარების მიზნით, 2022 წელს კომპანია გეგმავს ფეროშენადნობების წარმოების სიმძლავრეების გაზრდას ორი ახალი ღუმელის დამატებით. აღნიშნული პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, წარმოების მოცულობა გაიზრდება 1200 ტონით თვეში. წარმოების სიმძლავრეების გაზრდის პარალელურად 2022 წელს კომპანია ასევე გეგმავს ახალი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას და არსებული ელექტროქსვესადგურის რეაბილიტაციას,” - ნათქვამია კომპანიის წლიურ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ჯგუფი 517 ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის აქტივები 105.6 მილიონ ლარს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი