Glovo ესპანური სტარტაპია, რომელიც დღეს მსოფლიოს 25 ქვეყნის ბაზარზე საქმიანობს. 2015 წელს დაფუძნებული კომპანია მოზიდული ნახევარი მილიარდი დოლარის დაფინანსების შედეგად, არაერთი ქვეყნის საკვების მიტანისა და საკურიერო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა.
Glovo-მ საქართველოში შვილობილი კომპანია 2018 წელს დააფუძნა, 2019 წელს კი მიტანის ქსელი და პარტნიორი ობიექტების რაოდენობა გააფართოვა. კომპანიას საქართველოში შპს “გლოვოაფფ ჯორჯია” წარმოადგენს, რომელსაც 2019 წლის ფინანსური შედეგები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული, რომლის თანახმადაც კომპანიის საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავალი 7.86 მილიონი ლარი იყო.
ამასთანავე, ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს Glovo-მ 8.23 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ზარალი კომპანიის მიერ სწრაფ განვითარებაში ჩადებულ მსხვილ ინვესტიციებს უკავშირდებოდა.
უფრო კონკრეტულად კი Glovo-ს საოპერაციო შემოსავლის უდიდესი ნაწილი, 7.09 მილიონი ლარი მომსახურების საკომისიოს წარმოადგენდა. ხარჯებში კი პირველ ადგილზე კურიერების მოზიდვასთან დაკავშირებული ხარჯებია, რაზეც კომპანიამ 5.9 მილიონი ლარი დახარჯა.
Glovo-ს ძირითადი ხარჯები ასე ნაწილდება:
● კურიერების მოზიდვის ხარჯები - 5.9 მილიონი ლარი;
● სათაო ოფისის მომსახურების ხარჯები - 3.7 მილიონი ლარი;
● მარკეტინგის ხარჯები - 1.96 მილიონი ლარი;
● სხვა საგადასახადო ხარჯები - 0.95 მილიონი ლარი;
● პროფესიული მომსახურების ხარჯი - 0.8 მილიონი ლარი;
● თანამშრომელთა ხელფასები - 0.79 მილიონი ლარი;
● საპროცესინგო ხარჯები - 0.63 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საკვების მიტანის აპლიკაციის ქართული შვილობილის აქტივები 1 მილიონ ლარს შეადგენს.
“კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და მომავალში პანდემიის განვითარების მოლოდინი გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, რაც უკვე აისახა სავალუტო ბაზრის ცვალებადობაზე. პანდემიის პერიოდში კომპანიას არ შეუჩერებია საქმიანობა და დიდი წვლილი შეიტანა მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდების მხრივ,”- ნათქვამია Glovo-ს ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე