მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Jacobs-ს საქართველოში?

5fdba70c79e97
BM.GE
19.12.20 00:00
2234

ჰოლანდიური კომპანია Jacobs Douwe Egberts-ი მსოფლიოში ხსნადი ყავის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.

კომპანიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში გლობალურად მისმა შემოსავლმა 4.37 მილიარდი ევრო შეადგინა. Jacobs-ის ბრენდებია თავად Jacobs-ი, ასევე ყავა Douwe Egberts-ი, L’OR, Carte Noire, Cafe Pele და სხვა ბრენდები.

Jacobs Douwe Egberts-ის ქართული შვილობილის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზრიდან Jacobs-ის შემოსავალი 30,478,014 ლარი იყო, რაც გლობალური გაყიდვების 0.15%-ია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წლის განმავლობაში Jacobs Douwe Egberts-ის წმინდა მოგებამ 7,659,458 ლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად კი ყავის გაყიდვებისა მისი თვითღირებულებების განაწილება ცალკეული პროდუქტების მიხედვით ასეთია:

  • ხსნადი ყავა - ამონაგები რეალიზაციიდან 20,293,687 ლარი, გაყიდვის თვითღირებულება (10,186,145 ლარი); 
  • ხსნადი ყავა დანამატებით - ამონაგები რეალიზაციიდან 8,841,733 ლარი, გაყიდვის თვითღირებულება (5,471,252 ლარი); 
  • დაფქვილი ყავა - ამონაგები რეალიზაციიდან 1,276,622 ლარი, გაყიდვის თვითღირებულება (978,223 ლარი);
  • მოხალული ყავის მარცვლები - ამონაგები რეალიზაციიდან 37,507 ლარი, გაყიდვის თვითღირებულება (25,499 ლარი).

შესაბამისად, ანგარიშის თანახმად, ხსნადი ყავის ბიზნესი მწარმოებლისთვის საქმიანობის ყველაზე მომგებიანი სეგმენტია. 

“Jacobs Douwe Egberts International B.V. კომპანიის კაპიტალის 100% -ს ფლობს. 2017 წლის 12 ივნისს კომპანიამ შეიცვალა სახელი შპს „იაკობზ საქართველო“-დან და ფუნქციონირებას აგრძელებს შპს „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“-ს სახელით. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა JDE-ის ბრენდების იმპორტი და ადგილობრივი დისტრიბუციაა. კომპანია პასუხისმგებელია ადგილობრივ გაყიდვებზე და მარკეტინგულ საქმიანობაზე. კომპანია ახორციელებს პროდუქციის იმპორტს ჯგუფის საწარმოო ობიექტებიდან უკრაინიდან და რუსეთიდან და საბითუმოდ ყიდის მას დისტრიბუტორზე - შპს მეგაკო ("მეგაკო"), რომელიც კომპანიის ერთადერთი მომხმარებელია. კომპანია არის პასუხისმგებელი სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და წარმართვაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბრენდის პოპულარიზაციას, ბაზარზე პროდუქციის ხილვადობას და შემდგომში გაყიდვების წახალისებას. კომპანიის პორტფელი მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Jacobs, Carte Noire დაა Maxwell House. კომპანია, მასსა და Koninklijke Douwe Egberts B.V.- ს შორის დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებების საფუძველზე ფლობს არაექსკლუზიურ უფლებებს აღნიშნული სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესახებ.

საქართველოში ყავის ბაზარი წარმოდგენილია მრავალი მწარმოებლებით და ბრენდებით. მოთამაშეები არიან როგორც ადგილობრივი მწარმოებლები ასევე საერთაშორისო კომპანიები. საბითუმო ბაზარი წარმოდგენილია 3 ძირითად ქვეკატეგორიად: ხსნადი ყავა, დაფქული ყავა და ყავის მიქსები. კომპანია ყიდის სამივე ქვეკატეგორიის პროდუქციას. ფასწარმოქმნისას კომპანია ითვალისწინებს პროდუქციის თვითღირებულებას, კომპანიის მიზნებს და ბაზრის ვითარებას,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.