“ორი ნაბიჯის” სუპერმარკეტების ქსელი გაყიდვების მოცულობით “კარფურისა” და “ნიკორას” შემდეგ ბაზარის მესამე ადგილს იკავებს. 2019 წელს კომპანიის მთლიანი გაყიდვები 33%-ით გაიზარდა და 308.5 მილიონ ლარს მიაღწია.
“ორი ნაბიჯის” მაღაზიების ქსელი ქვეყნის მასშტაბით 207-ზე მეტ სუპერმარკეტს აერთიანებს.
მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ბრენდს ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისში აქვს, სადაც 2019 წლის ბოლოსთვის 153 სუპერმარკეტით ოპერირებდა.
ფინანსური შედეგების თანახმად, კომპანიის მიერ გასულ წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 263.3 მილიონი ლარი იყო. ამას გარდა, კომპანიამ დასაქმებულ 2.1 ათასზე მეტ თანამშრომელზე (ადმინისტრაცია და პერსონალი) 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ხოლო ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 14.2 მილიონი ლარი იყო. ამასთან კომპანიამ იჯარაზე 9 მილიონ ლარამდე თანხა გადაიხადა.
უფრო კონკრეტულად, “ორი ნაბიჯის” შემოსავლები გაყიდული პროდუქციიდან ასეთია:
საკვების გაყიდვები - 215.3 მილიონი ლარი, თვითღირებულება (181.6 მლნ);
სასმელის გაყიდვები - 46.1 მილიონი ლარი, თვითღირებულება (39.9 მლნ);
არასაკვები პროდუქციის გაყიდვები - 47.1 მილიონი ლარი, თვითღირებულება (41.8 მლნ)
გაყიდვების ჯამი - 308.5 მილიონი ლარი, თვითღირებულება (263.3 მლნ)
გაყიდვების გარდა, “ორ ნაბიჯს” 13.6 მილიონის სხვა შემოსავლებიც ჰქონდა, საიდანაც 5.5 მილიონი მაღაზიაში განთავსებული სარეკლამო ბანერების შემოსავალი, 6.8 მილიონი ლარი ფასდაკლებებიდან მიღებული შემოსავალი, 0.8 მილიონი ლარი კი საკომისიო შემოსავალი იყო.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, “ორი ნაბიჯის” აქტივების ღირებულება 130 მილიონ ლარს აღემატებოდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, სუპერმარკეტების ქსელის თანამესაკუთრე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურია, რომელიც კომპანიაში 33%-იან წილს ფლობს. ასევე 33%-33%-იანი წილები ეკუთვნით ბიზნესმენებს გიორგი ჩხეიძესა და გოჩა ცქიტიშვილს.
2019 წელს სუპერმარკეტების ქსელმა საკუთარ დამფუძნებლებზე 2.1 მილიონი ლარის დივიდენდი გასცა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი