მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს მობილურმა ოპერატორებმა 2021 წელს?

6232078ed557c
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.22 00:05
1112
საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის ანგარიში უკვე წარუდგინეს. მისი მიხედვით, გასულ წელს სექტორის მთლიანი საცალო შემოსავალი 554 მილიონი ლარი იყო. აქედან ყველაზე მეტი შემოსავალი მობილური ბაზრის ლიდერმა “მაგთიმ” მიიღო, რაც 258.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

საქართველოში სულ 5.16 მილიონი აქტიური აბონენტია, აქედან “მაგთიზე” 41.7% მოდის, 33.3% “სილქნეტზე”, 25% კი “ვიონზე”.

შემოსავლების მიხედვით, მობილური ოპერატორების 2021 წლის შედეგები ასე ნაწილდება:

● მაგთიკომი - 258,564,670 ლარი, მატება წინა წელთან 16.1%
● სილქნეტი - 195,419,922 ლარი, მატება წინა წელთან 9.4%
● ვიონი საქართველო - 100,540,150 ლარი, მატება წინა წელთან 13.5%

ოპერატორებს შორის შემოსავლის ასეთი სხვაობას ერთი აბონენტიდან ყოველთვიურად მიღებული შემოსავლები იწვევენ.

● მაგთის ერთი აბონენტი საშუალოდ თვეში 10.98 ლარს იხდის;
● სილქნეტის ერთი აბონენტი საშუალოდ 10.26 ლარს იხდის;
● ვიონის ერთი აბონენტი საშუალოდ 6.86 ლარს იხდის.

ოპერატორებისთვის ყველაზე მზარდი მიმართულება მობილური ინტერნეტის სეგმენტია, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის მათი ყოველთვიური შემოსავლის 41%-ს აგენერირებდა. მთლიანობაში გასულ წელს მობილური ინტერნეტის 3.2 მილიონმა აბონენტმა 318,171 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წინა წელთან შედარებით 65%-ით მეტია.

შედარებისთვის ხმოვანი ზარების რაოდენობა გასულ წელს მხოლოდ 4%-ით გაიზარდა. მთლიანობაში 2021 წელს 5,752,035,699 სატელეფონო ზარი შედგა, ერთი აბონენტი კი თვეში საშუალოდ 164 წუთს საუბრობდა.