მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის უმუშევრობის კომპენსაცია დაარიგა სახელმწიფომ პანდემიის დროს?

6289e4af45296
სალომე მეცხვარიშვილი
22.05.22 12:20
822
2020 წელს საქართველოსა და მსოფლიოში Covid-პანდემიის გავრცელებამ არაერთი კომპანია და დასაქმებული სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა. სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყნებში დაწესდა არაერთი შეზღუდვა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული Covid-19–ის გავრცელება. ამ პერიოდში უამრავი ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. მძიმე შეზღუდვები საქართველოშიც მოქმედებდა და რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად იყო შეზღუდული სარესტორნო, სასტუმრო, გასართობი და სხვა ბიზნესების მუშაობა. 

ამის კომპენსირება საქართველოს სახელმწიფომ უმუშევრობის კომპენსაციით სცადა. 6 თვის განმავლობაში 200–ლარიანი დახმარება ერიცხებოდათ იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახური და შემოსავალი დაკარგეს. 300–ლარიანი ერთჯერადი დახმარება კი სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებსაც შესთავაზა.

“დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის” მიხედვით, 2 წლის განმავლობაში 200 ლარიანი კომპენსაციისთვის ბიუჯეტიდან 280 მილიონი ლარი დაიხარჯა, 300–ლარიანი ერთჯერადი დახმარების სახით კი თვითდასაქმებულებს 111 მილიონი ლარი დაერიცხათ. მთლიანობაში 2 წლის განმავლობაში სახელმწიფომ უმუშევრობის კომპენსაციაში 391 მილიონი ლარი დახარჯა.