17.ოქტომბერი .2020 17:29

რამდენი მილიონი შეაქვს სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში?

views 769
უკან

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიდან სახელმწიფომ 12,3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ შემცირებული მაჩვენებელია. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სათამაშო ბიზნესმა მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 65,9 მლნ ლარი შეიტანა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ცალკეული სათამაშო ბიზნესიდან მიღებულ შემოსავლებს, ის ასე გამოიყურება:


მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე - 1,5 მლნ ლარი;

სათამაშო აპარატებიდან - 582,7 ათასი ლარი; 

სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 419,7 ათასი ლარი; 

სათამაშო აპარატებიდან - 582,7ათასი ლარი; 

წამახალისებელი გათამაშებიდან - 5,1 მილიონი ლარი; 

სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 6,1 მილიონი ლარი; 

მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე - 11,5 მლნ ლარი.

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო - 67,9 ათასი ლარი; 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა