პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, რომელიც ლარში გაცემული კრედიტების პროცენტის თანადაფინანსებას ახდენს. 2021 წლის სექტემბერში სუბსიდირების პროგრამა განახლდა და მასში მონაწილეობის მიღება მრავალშვილიან ოჯახებს მიეცათ, რომელთაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვი ჰყავთ და ოჯახში ბავშვების რაოდენობა 3 ან მეტია.
2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ ორივე ამ პროგრამით ჯამში 7,000-მდე იპოთეკური სესხის სუბსიდირება ხდება. ამ პროგრამებზე წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტმა 14 მილიონი ლარი დახარჯა.
“სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ფარგლებში სუბსიდირება გაეწია 6 094 ბენეფიციარს ჯამურად 8.9 მლნ ლარის ოდენობით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამის ფარგლებში დადასტურდა 806 იპოთეკური სესხი (სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 90.3 მლნ ლარს). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება გაიცა 1 794 ბენეფიციარზე 5.2 მლნ ლარის ოდენობით,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს მაქსიმუმ 200,000 ლარამდე აღებული კრედიტების საპროცენტო განაკვეთები უფინანსდებათ. თანადაფინანსება. სუბსიდირების პერიოდი 5 წელს შეადგენს. ამ პროგრამის ფარლებში სახელმწიფო აფინანსებს მაქსიმუმ 8%-ს პირის იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთიდან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი