მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი უჯდება ეროვნულ ბანკს ფულის ბეჭვდა?

627baa4baf8d0
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.22 09:00
2553
საქართველოში მიმოქცევაში 4.6 მილიარდი ლარის მოცულობის ბანკნოტები და მონეტებია. ამ ბანკნოტების საერთო რაოდენობა 100 მილიონს აღემატება. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ სებ-ი ყოველწლიურად ხარჯავს თანხებს ბანკნოტების ბეჭდვაზე და მოძველებული კუპიურების ახლით ჩანაცვლებაზე.

ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ფულის ბეჭდვაზე წლების მიხედვით შემდეგი თანხები იხარჯებოდა:

2021 წელი - 25,128,000 ლარი;
2020 წელი - 16,848,000 ლარი;
2019 წელი - 0 ლარი;
2018 წელი - 10,931,000 ლარი;
2017 წელი - 6,213,000 ლარი;
2016 წელი - 3,782,000 ლარი;
2015 წელი - 11,134,000 ლარი.

რაც შეეხება უშუალოდ ბანკნოტების რაოდენობას, 2021 წლის ბოლოსთვის, ქვეყანაში შემდეგი კუპიურები იყო ბრუნვაში:

● 1 ლარიანი - 4.6 მილიონი მონეტა;
● 2 ლარიანი - 2.3 მილიონი მონეტა;
● 5 ლარიანი - 22.9 მილიონი ბანკნოტი;
● 10 ლარიანი - 7.8 მილიონი ბანკნოტი;
● 20 ლარიანი - 19 მილიონი ბანკნოტი;
● 50 ლარიანი - 14.8 მილიონი ბანკნოტი;
● 100 ლარიანი - 29.3 მილიონი ბანკნოტი;
● 200 ლარიანი - 0.9 მილიონი ბანკნოტი.

რაც შეეხება ხურდა ფულს, 1-ლარამდე მონეტების ზუსტი სტატისტიკა სებ-ის ანგარიშში მოყვანილი არაა, თუმცა ჯამში 5-, 10-, 20- და 50-თეთრიანი მონეტების საერთო ღირებულება 151.7 მილიონი ლარია.