მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის სესხებს იღებენ უცხოელები ქართული ბანკებისგან?

626ab5d2890ed
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.22 10:10
1843
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მარტში უცხოელებმა ქართული ბანკებიდან 45.1 მილიონი ლარის კრედიტები აიღეს. ეს წინა თვესთან შედარებით 1 მილიონი ლარით მეტია. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების საკრედიტო პოტფელის მთლიანი მოცულობა 866 მილიონი ლარია. აქედან ფიზიკური პირების კრედიტების ჯამი 561 მილიონი ლარი, იურიდიული პირების ვალები კი 305 მილიონი ლარია.

ფიზიკური პირების სესხების მიმართულებით, პირველ ადგილზეა იპოთეკური კრედიტები, რომელთა ჯამიც 435 მილიონი ლარია, რაც 3,400 უცხოელის იპოთეკურ კრედიტებს აერთიანებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოელების საბანკო კრედიტებში წამყვან ადგილზე სავალუტო სესხებია, მთლიან 866-მილიონიან პორტფელში 79% დოლარის და ევროს კრედიტებზე მოდის.

მთლიანობაში უცხოელებზე ქართული საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის 2% მოდის.