საქართველოში ელექტროტექნიკით ვაჭრობის სექტორის წამყვანმა მოთამაშემ, “ალტამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუემტის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ შემოსავალი 110 მილიონი ლარით, 381 მილიონ ლარამდე გაზარდა.
“ალტა” საქართველოს მასშტაბით 14 მაღაზიით, ასევე გაყიდვების ელექტრონული არხით არის წარმოდგენილი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 315 მილიონ ლარს შეადგენდა. 2021 წელს გაორმაგდა კომპანიის მოგება და მან 14 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
საინფორმაციო ტექნიკა - 277 მილიონი ლარი, თვითღირებულება 232 მლნ;
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - 93 მილიონი ლარი, თვითღირებულება 74 მლნ;
სხვა - 11.5 მილიონი ლარი, თვითღირებულება 9 მლნ.
კომპანიისთვის სადისტრიბუციო და გაყიდვების ხარჯები 28 მილიონი ლარი იყო, ხოლო საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 11.6 მილიონი ლარი იყო.
“შპს ალტას სავაჭრო პროდუქტი 99 % იმპორტირებულია, შესაბამისად ფასების სტაბილურობა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის წარმართვასთან. საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყანაა. მიუხედავად დეფიციტის ბოლოდროინდელი შემცირებისა, იგი კვლავ მაღალია და ქვეყანა საგარეო წყაროებზე დამოკიდებული რჩება. შესაბამისად, მაღალია საქართველოს ეკონომიკის მგრძნობიარობა გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ზრდის შოკებისა და გლობალური ფინანსური პირობების ცვლილებების მიმართ. გარდა ამისა, საქართველოში ფინანსური სისტემის დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, რაც ამ შოკების ეფექტს ამწვავებს. სავალუტო რისკი ტექნიკის ბაზრის ყველაზე დიდ რისკად იკვეთება, ფასების სტაბილურობა დამოკიდებულია გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. ტექნიკის ბაზარი ხასიათდება მაღალი კონკურენცით, კომპანია ყველა მსხვილ იმპორტიორ კომპანიას განიხილავს კონკურენტად, განსაკუთრებით აღსანიშნავია პარალელური იმპორტით მოვაჭრე კომპანიები,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
“ალტას” აქტივები 157 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 100 მილიონ ლარს შეადგენს.
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება