მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “აქსის თაუერსს”

63809108b3391
BM.GE
25.11.22 14:21
3239
“აქსის თაუერსი”, რომელიც თბილისში 149 მეტრის სიმაღლის ორ ცათამბჯენს აერთიანებს, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ობიექტია. მისი მფლობელია სააქციო საზოგადოება “აქსის თაუერსი”, რომელმაც 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 35.6 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება 11.9 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო უძრავი ქონების რეალიზაციიდან მომდინარეობდა. 

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF GP, ანუ “თანაინვესტირების ფონდი”. თავის მხრივ, ამ ფონდის დამფუძნებელია ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

ორი ორმოცდაერთ სართულიანი ცათამბჯენი საცხოვრებელ ბინებს, 16,700 კვადრატული მეტრის საოფისე სივრცეს და კომერციულ ფართს, ასევე 226-ნომრიან, Pullman-ის სასტუმროს აერთიანებს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს “აქსის თაუერსი” 281 მილიონის აქტივებს აერთიანებს, კომპანიის ვალდებულებები კი 292 მილიონი ლარია.