საპარტნიორო ფონდმა ორი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. პირველი ფონდის ჯამურ ფინანსურ მდგომარეობას ასახავს და მისი მიხედვით, 2020 წელს ფონდმა 196 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. მეორე ფინანსური ანგარიში კი შვილობილი კომპანიების გარეშე, უშუალოდ “საპარტნიორო ფონდის” ფინანსურ მაჩვენებლებს ასახავს. მისი მიხედვით, ფონდს 2020 წელს 3.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.
საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის შემადგენლობაშიც “საქართველოს რკინიგზა”; “ნავთობისა და გაზის კორპორაცია”; გარდაბნის თბოსადგურები და სხვა მსხვილი აქტივები შედის.
2020 წელს შეიცვალა ფონდის სტრუქტურა და მას გამოეყო "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", “ესკო” და “ენერგოტრანსი”. ენერგოკომპანიების გარდა, 2020 წელს, ფონდმა სახელმწიფოს გადასცა კლინიკების ჰოლდინგიც, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციურსა და ყოფილ ონკოლოგიის ცენტრს აერთიანებდა. ფონდმა ასევე გაასხვისა “თელასის” 24.5%-იანი წილიც. ამ კომპანიების გასვლის გამო, ფონდის ჯამური აქტივები 2019 წელს არსებული 6 მილიარდი ლარიდან 4.6 მილიარდამდე შემცირდა.
აქტივების კლებასთან ერთად, შემცირდა ფონდის ვალდებულებებიც (სესხები და სხვა), თუკი 2019 წელს ფონდის ვალდებულებები 4.1 მილიარდი ლარი იყო, 2020 წლის ბოლოსთვის ვალებმა 3.2 მილიარდი შეადგინა.
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში ფონდის შემადგენლობაში შემავალი ყველა შვილობილი კომპანიის ჯამურ ფინანსურ შედეგებს აჩვენებს, მისგან განსხვავებით, ფონდის ინდივიდუალურ ანგარიშში შესაძლებელია ნახვა, თუ რა ამონაგები მოაქვს, ფონდის მიერ წლების განმავლობაში ინვესტირებულ პროექტებს.
ინდივიდუალურ დონეზე, ფონდის შემოსავლის მთავარი წყარო, არა საინვესტიციო შემოსავალი, არამედ ისევე შვილობილი კორპორაციების დივიდენდებია. 2020 წელს ამ დივიდენდმა 42.4 მილიონი ლარი შეადგინა და ის 100%-ით, “ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან” მომდინარეობდა, რომელიც “საქართველოს რკინიგზისგან” განსხვავებით წლიდან წლამდე ზარალის ნაცვლად მოგებაზეა და ამის გამო, მის მფლობელ “საპარტნიორო ფონდში” სოლიდურ დივიდენდებს რიცხავს.
რაც შეეხება საინვესტიციო შემოსავალს (ფონდის მიერ ინვესტირებული პროექტებიდან შემოსავალს) 2019 წელს ეს თანხა 47.4 მილიონი ლარი იყო და ის 2020 წელს 6.4 მილიონამდე შემცირდა.
ამ შემოსავლიდან 2 მილიონი დოლარი კომპანია “პანექსის” მიერ მისი კაპიტალის 48%-ის ფონდისგან გამოსყიდვისთვის გადახდილი თანხა იყო. ხოლო “თელასის” 24.5%-იანი რეალიზაციით უშუალოდ 2020 წელს “აღიარებულმა” შემოსავალმა 837 ათასი ლარი შეადგინა. კომპანიის გაყიდვიდან ფონდმა მთლიანობაში 32.4 მილიონი ლარი უნდა მიიღოს.
“ფონდის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 17 მლნ ლარის ინვესტიციებს ახორციელებს და დაახლოებით 20.5 მლნ ლარის უკუგებას იღებს ინვესტიციებიდან. ზემოაღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა ფონდის მიერ 2018 წლამდე დამტკიცებული პროექტების ფარგლებში,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2012 წლის შემდგომ, საპარტნიორო ფონდს ჩადებული აქვს $300 მილიონი დოლარი სხვადასხვა პროექტში, რომელთა მთლიანი საინვესტიციო მოცულობაც 2.5 მილიარდი დოლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება