მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს Mercedes-ის ცენტრს საქართველოში?

637f37921727e
BM.GE
25.11.22 00:00
5719
საქართველოში გერმანული გიგანტის, Daimler-ის, იგივე "მერსედესის" გენერალური დისტრიბუტორია კომპანია “აკა”. კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 66%-ით გაიზარდა და მან 126 მილიონ ლარს მიაღწია.

გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2020 წელს შპს "აკა" მოგების ნაცვლად 0.4 მლნ ლარის ზარალზე იყო, 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 12.6 მილიონი ლარი შეადგინა.

“მერსედესის” ცენტრის ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:

• ახალი ავტომობილების რეალიზაცია - 106 მილიონი ლარი;
• ავტომობილების ნაწილების რეალიზაცია - 10.3 მილიონი ლარი;
• მეორადი ავტომობილების რეალიზაცია - 5.5 მილიონი ლარი;
• შემოსავალი მომსახურებიდან - 2.7 მილიონი ლარი;
• მთლიანი შემოსავალი - 126.1 მილიონი ლარი.

კომპანია “აკას” შოურუმი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 104 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 6.1 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯებიც.

კომპანიის აქტივები 63 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიას სამი აქციონერი ჰყავს, ესენია - სალომე ასათიანი - 27%; მაკა ასათიანი - 27%; ლუიზა თავართქილაძე - 46%.