ფოთის პორტის ნავმისადგომების ოპერატორმა, "Pace ჯგუფმა" 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ჯგუფია, რომელიც 25 წელზე მეტია საქმიანობს. კომპანიამ 2022 წელს "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გახსნა, რომლის მშენებლობაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო DFC-იმ $120-მილიონიანი ინვესტიციით დააფინანსა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, “პეის ჯორჯიამ” 2021 წელს საკუთარი შემოსავალი 20%-ით, 116 მილიონ ლარამდე გაზარდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება 15.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
"პეის ჯგუფის" უმსხვილეს პროექტს სწორედ ახალი ტერმინალი წარმოადგენს, რომელიც 195,000 კვადრატული მეტრის ფართობზე მდებარეობს.
2021 წელს კომპანიის შემოსავალი კომპონენტების მიხედვით, ასე ნაწილდებოდა:
• ფორვარდირება, ტვირთების შენახვის, ჩატვირთვა გადმოტვირთვის მომსახურება - 114 მილიონი ლარი;
• გემების სააგენტოს მომსახურება - 1.4 მილიონი ლარი;
"პეის ჯგუფისთვის" მთავარი დანახარჯები ლოგისტიკური მომსახურების საფასური იყო, მათ შორის კომპანიამ სარკინიგზო სერვისში 46.5 მილიონი ლარი გადაიხადა, საქონლის ჩატვირთვა გადმოტვირთვაში - 46 მილიონი, პორტის მომსახურებაში - 2.1 მილიონი ლარი. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 5.4 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯები.
თავად "Pace ჯგუფს" ნავმისადგომები ფოთის პორტის ძირითადი ოპერატირისგან, APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი