მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოში კერძო სკოლების ყველაზე მსხვილ ჰოლდინგს?

6167ff8ab984d
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.21 10:10
2651
“საქართველოს განათლების ჯგუფი” საინვესტიციო ჰოლდინგ “საქართველოს კაპიტალის” შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა, რომელიც რამდენიმე სკოლის საკონტროლო პაკეტს ფლობს. მის შემადგენლობაში შედიან:

• შპს ბრიტანულ ქართული აკადემია (70%);
• შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი (80%);
• შპს თბილისის მწვანე სკოლა (80%).

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 110 მილიონი ლარია, ხოლო 2020 წელს მიღებული მთლიანი შემოსავალი 25.8 მილიონი ლარი იყო.

კომპანიას შემოსავლები სეგმენტების მიხედვით აქვს გაყოფილი, კერძოდ:

• პრემიუმ საფასო სეგმენტის სკოლების ამონაგები 2020 წელს - 18.6 მლნ ლარი;
• საშუალო საფასო სეგმენტის სკოლების ამონაგები 2020 წელს - 4.9 მლნ ლარი;
• ხელმისაწვდომი საფასო სეგმენტის სკოლების ამონაგები 2020 წელს - 3.8 მლნ ლარი.

“საქართველოს განათლების ჯგუფი” ხარჯებიდან პირველ ადგილზე სახელფასო ხარჯებია, რამაც გასულ წელს 13.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება 3.1 მილიონი ლარი იყო.

“ჯგუფის უშუალო მშობელი კომპანიაა სს ჯორჯია კაპიტალი. ჯგუფის საბოლოო მფლობელი და მაკონტროლებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია (PLC) ჯორჯია კაპიტალი (“GCAP”), კომპანია რომელიც დაარსებულია გაერთიანებულ სამეფოში და ლონდონის საფონდო ბირჟის ჩამონათვალშია.

ამჟამად სამივე სკოლას ჯამურად შეუძლია დაიტიოს 2,810 მოსწავლე (6% საბაზრო წილი თბილისის კერძო სკოლებში), ჯგუფის მიზანი კი არის 2025 წლისთვის ტევადობის 6,000 მოსწავლემდე გაზრდა არსებულ სკოლებში, ხოლო ახალი შესყიდვების საშუალებით 15,000 მოსწავლემდე,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.