მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას?

62e938b4bb25f
შოთა ტყეშელაშვილი
02.08.22 19:33
898
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა სამშენებლო კომპანია “დელტა მშენებელმა” 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ აღნიშნული წლის განმავლობაში 73.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთთან შედარებით 5-ჯერ დიდი შემოსავალი იყო.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 2.2 მილიონი ლარი შეადგინა.

შპს “დელტა მშენებელი” თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ დელტას შვილობილი კომპანიაა.

ძირითადი პროექტი, რომელსაც კომპანია აღნიშნულ პერიოდში ახორციელებდა იყო “ჯარის ქალაქის” მშენებლობა, ასევე თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სხვა ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სახელმწიფო კომპანიამ მასალების შესყიდვაზე 44.5 მილიონი ლარი დახარჯა, შრომის ანაზღაურება 20.9 მილიონი ლარი იყო, ხოლო მანქანა-დანადგარების ხარჯი 0.9 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სამშენებლო კომპანიამ ადგილობრივი ბანკებისგან 10 მილიონი ლარის სესხი აიღო.

ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 17.3 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 16 მილიონი ლარია.