მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ ქართულ პორტებს?

6255382aa55ac
BM.GE
12.04.22 12:40
1264
საქართველო საზღვაო-სატრანსპორტო ქსელში სულ ორი პორტით, ბათუმისა და ფოთის პორტებით არის წარმოდგენილი. პორტების გარდა, ქვეყანაში ფუნქციონირებს ყულევსა და სუფსაში მდებარე ორი მსხვილი ნავთობტერმინალიც. 2021 წელს პორტების და ტერმინალების ჯამური ტვირთბრუნვა სულ 15.7 მილიონი ტონა იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 1.2 მილიონი ტონით ნაკლებია. 

საქართველოს პორტებისა და ნავთობტერმინალებს 2020 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული აქვს. ამ კომპანიების შემოსავლები 700 მილიონ ლარს აღემატებოდა. მათ შორის, როგორც გადაზიდული ტვირთების მოცულობით (7.4 მლნ ტონით), ასევე შემოსავლებით პირველ ადგილზე ფოთის პორტია, სადაც არსებული ოპერატორების მთლიანი ბრუნვა 460 მილიონ ლარს აღემატებოდა. ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორია დანიური Maersk ჯგუფის შემადგენლობაში არსებული APM Terminals-ი. მის გარდა, ფოთში ასევე სხვა სატრანსპორტო კომპანიებიც საქმიანობენ, რომლებიც მადნების, ნავთობის თუ სხვა პროდუქტების სატრანზიტო მომსახურებას ეწევიან.




ყულევის ტერმინალი

ყულევის ტერმინალის გავლით 2020 წელს 1.7 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა, მისი წარმადობა 6%-ით გაიზარდა.

ყულევის ტერმინალის ოპერატორია შპს „შავი ზღვის ტერმინალი“, 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 55.7 მილიონი ლარი იყო. ფირმა SOCAR-ის მფლობელობაშია.

სუფსის ნავთობტერმინალი

სუფსის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2020 წელს 4.2 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა, ტერმინალის დატვირთვა 13.5%-ით გაიზარდა;

ნავთობტერმინალის მფლობელია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

საქართველოს პორტების ძირითადი ოპერატორები ენერგოკომპანიები არიან. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, ასევე ბათუმის ნავთობტერმინალის ოპერატორია ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზტრანსოილი“. ყულევის ტერმინალის ოპერატორია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ი, სუფსის ტერმინალის ოპერატორი კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა.

წყარო - Forbes.ge