აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები საკუთარ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებს მათ მარეგულირებელს უგზავნიან. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) აღნიშნული ანგარიშგებები უკვე გამოაქვეყნა. წამყვანი აუდიტორული ფირმების შემოსავალმა 2021 წელს 95 მილიონ ლარამდე შეადგინა (წარმოდგენილია ის კომპანიები, რომელთა ფინანსური ანგარიშიც გასაჯაროებულია). 2020 წელთან შედარებით ეს თანხა 6.8 მილიონი ლარით მეტია.
წამყვანი აუდიტორული კომპანიების 2021 და 2020 წლების ფინანსური ანგარიშგებები
1) შპს იუაი საქართველო - 21,705,777 ლარი; 2020 წელს 20,149,701 ლარი;
2) შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო - 21,444,752 ლარი; 2020 წელს 18,257,028 ლარი;
3) შპს ბიდიო საქართველო - 15,591,176* ლარი; 2020 წელს 12,673,933 ლარი;
4) შპს KPMG Georgia - 12,614,881 ლარი; 2020 წელს 11,307,613 ლარი;
5) შპს დელოიტი და ტუში - 10,290,841 ლარი; 2020 წელს 11,046,325 ლარი;
6) შპს ნექსია თიეი - 7,963,306 ლარი; 2020 წელს 7,429,027 ლარი;
7) შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები - 4,534,023 ; 2020 წელს 3,776,742 ლარი;.
8) შპს გრანთ თორნთონ - 3,163,214 ლარი; 2020 წელს 2,685,181 ლარი;
9) შპს არესემ საქართველო - არ გამოქვეყნებულა; 2020 წელს 2,572,410 ლარი;
10) შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია - 1,942,377 ლარი; 2020 წელს 1,773,956 ლარი.
"ბიდიო საქართველოს" შემთხვევაში წარმოდგენილია 2021 წლის 9 თვის მაჩვენებლები.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ექვსეულს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ბაზარზე 90%-მდე უკავია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს, ბაზარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა საგადასახადო, ბუღალტრულ და აუდიტორულ სერვისებზეა.
შესამჩნევია შემოსავლებს შორის არათანაბარი სხვაობები. მე-2 პოზიციაზე მყოფი „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს“ შემოსავალი მე-3 პოზიციაზე მყოფ „ბიდიოს“ 6 მლნ ლარით აღემატება. ასევე, მე-6 პოზიციაზე მყოფი „ნექსია თიეი“ 2.5 ჯერ უსწრებს მე-7 პოზიციაზე მყოფ „გრანთ თორნთონს“, ხოლო ბაზრის მოთამაშეთა უმეტესობის შემოსავალი 1 მილიონზე ნაკლებია.
რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის, მათ შორის „არესემის“, „მოორ ებისისა“ და „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ 2021 წლის მონაცემები პორტალზე ჯერჯერობით ასახული არ არის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი