19.აგვისტო .2019 19:16

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

views 21674
უკან


ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში' ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი თბილისში ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9"-ის მიმდინარე გადაღებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


"ვულოცავ ყველას - ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში!

ბევრი აზრი გაჩნდა , მათ შორის რამოდენიმე სკეპტიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის:

პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი - ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივად დასაქმებულებს, ტრანპორტის დაქირავება, ბაზირება (ექსპო ჯორჯია აქვთ აღებული 5 კვირით);


მეორე, ეს არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში, უფასოდ.

მესამე, ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა.


რაც შეეხება cash rebate-ს, ჩვენი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” თანახმად, დახარჯული ,კვალიფიციური თანხის 20-25 % კინომწარმოებელ კომპანიას უბრუნდება უკან და რეალურად გადასახადის დაქვითვის ხარჯზე ხდება. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მექანიზმი და ბევრ ქვეყანაში უკვე იქცა კიდეც ეკონომიკის წამყვან ინდუსტრიად. აღარაფერს ვამბობ იმ უდიდეს გამოცდილებაზე, რასაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ აღიშნული პროექტში მონაწილეობის შედეგად.

მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე. #გადაიღესაქართველოში", - წერს ხიდურელი Facebook-ის პირად გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა