მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ-ის შემოსავალი აქვს ქართულ ბრენდ Entrée-ს?

5dcbe9c1bde6e
შოთა ტყეშელაშვილი
13.11.19 15:40
13875
"ანტრე" უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სწრაფი კვების ქსელად ჩამოყალიბდა. კაფეტერიების ქსელის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 16.47 მილიონ ლარს შეადგენდა.

დოკუმენტის მიხედვით, ქსელის საოპერაციო ხარჯები - 8.2 მილიონი ლარი, არასაოპერაციო შემოსავლები - 317 ათასი ლარი, არასაოპერაციო ხარჯები კი, 856 ათასი ლარი იყო. კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში 561 ათასი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

2018 წლის მდგომარეობით, “ანტრეს” აქტივების ღირებულება 8.56 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში, კომპანიის სახელფასო ხარჯმა 3.9 მილიონი ლარი, საიჯარო ხარჯი კი 1.2 მილიონი ლარი იყო.

"ანტრეს" ვებგვერდის მიხედვით, კომპანია უკვე აზერბაიჯანულ ბაზარზეც ოპერირებს. კერძოდ ბაქოში, მისი უკვე 4 კაფეტერია მდებარეობს. თბილისში "ანტრე" 15 კაფეტერიას მართავს.