12.ნოემბერი .2019 13:53

რამდენი მლნ-ის შემოსავალი მიიღო ივანიშვილის კუთვნილმა “გალერია თბილისმა“ 2018 წელს?

views 4809
უკან

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის მიერ რუსთაველის გამზირზე აშენებული სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.

თანაინვესტირების ფონდმა 25,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მულტი ფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო; მასში ჯამურმა ინვესტიციამ $97 მილიონი დოლარი შეადგინა.

Galleria Tbilisi Group-მა 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შედეგების შესახებ არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის სავაჭრო ცენტრის დატვირთვის მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს და ის 126 მაღაზიის მიერ არის დაკავებული.

მოგება ზარალის ანგარიშგების მიხედვით, სავაჭრო ცენტრის მთლიანმა შემოსავალმა 2018 წელს 25.4 მილიონი ლარი შეადგინა. სავაჭრო ცენტრის საოპერაციო მოგება 10.9 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა კომპანიის სრული ფინანსური შედეგი მინუს 1.1 მილიონ ლარს შეადგენს.

“2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფი ეკუთვნის შემდეგ კომპანიებს: შპს „მოვატ ჯორჯია“ (Mowat Georgia) (98.11%), სს „უნივერმაღი თბილისი“ (1.7%), შპს „კაფე თბილისი-5“ (0.19%). ჯგუფის საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენს GCF LP - შეზღუდული პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბდა კაიმანის კუნძულებზე.

მშენებლობის ძირითადი ნაწილი დაიწყო 2016 წლის აპრილში და დასრულდა 1.5 წლიან მოკლე პერიოდში. სავაჭრო ცენტრი შედგება 25 000 კვ. მ. ფართისგან, რომელიც გაქირავებულია ახალი საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ ბრენდებზე. სავაჭრო ცენტრი გაიხსნა 2017 წლის დეკემბერში 60%-იანი დატვირთულობით.  გახსნილი ბრენდები წლის მანძილზე განიცდიდნენ შემოსავლების მაღალი ზრდის ტემპს, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო
ცენტრის მაღალ საოპერაციო მოგებაზე გასვლას. 2018 წელი, რომელიც იყო კომპანიის პირველი საოპერაციო წელი, დასრულდა 95%-იანი დატვირთულობით,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა