მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ ჯდება საკვების წარმოებისთვის დენის ტარიფის 50%-ით სუბსიდირება?

609a534da50e7
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.21 14:35
837
2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ელექტროენერგიაზე გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფი ამოქმედდა. იურიდიული პირებისთვის დენის ტარიფი 70%-ით გაიზარდა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ საკვების წარმოებისთვის დენის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. სუბსიდია ტარიფის მომატებული ღირებულების 50%-ს შეეხება. მეწარმეებს მთავრობის მიერ სუბსიდიის მიმღებთათვის შექმნილ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების დაფიქსირდება 2021 წლის 27 იანვრამდე ჰქონდათ, თუმცა როგორც გაირკვა ბიზნეს სექტორის ნაწილი ამ სარეგისტრაციო ფორმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რის გამოც ისინი სუბსიდირების მიღმა დარჩნენ.

2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდის 50%-ით სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარი დახარჯა.

საქართველოში მოქმედი იურიდიული პირებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი დენის ტარიფები ასე გამოიყურება:

“თელასის” ქსელის იურიდიული მომხმარებლებისთვის:

110-35 კვ. - ძველი ტარიფი 16.11 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი - 27.37 თეთრი, ზრდა 11.26 თეთრი;
10-6-3.3 კვ. - ძველი ტარიფი 16.882 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი - 29.646 თეთრი, ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - ძველი ტარიფი 21.219 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი - 32.831 თეთრი, ზრდა 11.612 თეთრი.

“ენერგო-პროს” ქსელის იურიდიული აბონენტებისთვის 2021 წლიდან მოქმედი ტარიფებია:

110-35 კვ. - ძველი ტარიფი 14.86 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი - 28.267 თეთრი, ზრდა 13.407 თეთრი;
10-6-3.3 კვ. - ძველი ტარიფი 16.251 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი - 30.879 თეთრი, ზრდა 14.628 თეთრი;
380-220 ვ - ძველი ტარიფი 21.083 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი - 31.96 თეთრი, ზრდა 10.877 თეთრი.