მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ ლარის სარგებელს მოიტანს ენგურჰესის რეაბილიტაცია?

5fcf9bdcc8914
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.20 19:44
1444
ენგურჰესის რეაბილიტაცია 2021 წლის იანვარში დაიწყება, რის შედეგადაც სადგური სარემონტო სამუშაოებისთვის 3 თვის განმავლობაში შეწყვეტს ელექტროენერგიის გამუმუშავებას. პროექტის განხორციელება 2018 და 2019 წლებშიც იგეგმებოდა, თუმცა ის საბოლოოდ 2020 წლისთვის გადაიდო. ენგურჰესის რეაბილიტაციის ხარჯეფექტიანობის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, პროექტი სადგურის ყოველწლიურ დანახარჯებს გაანახევრებს.

“ენგურჰესის სადაწნეო გვირაბზე დიდია ფილტრაციული დანაკარგები. მრავალ ადგილას დაზიანებულია გვირაბის ბეტონის მოსახვა. დაზიანებულია 1-ლი, მე-2 და მე-5 სატურბინე მილსადენები. წყალსაცავში დალამვის მაღალი დონის გამო შეუძლებელია მისაყრდნობი ფარის ჩაშვება, ასევე შეუძლებელი გახდება სიღრმული ფარების ექსლუატაცია: ლამის ამოწმენდა და შესაბამისად მისაყრდნობი ფარის გამოყენება სიღრმული წყალსაშვების ფარების რემონტისთვის. ენგურჰესთან მისასვლელი გზის საფარის აღდგენა (14კმ.). ვარდნილის არხის მარეგულირებელი ფარების აღდგენა.

პროექტის განხორციელების შედეგად აღმოიფხვრება ფილტრაციული წყლების გაზრდილი მოდინება, შემცირდება ელენერგიის ხარჯი ტუმბოების მუშაობაზე. შემცირდება ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები", - ნათქვამია ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, რეაბილიტაციის ბიუჯეტი 96 მილიონი ლარი იქნება, განხორციელების შედეგად კი, სადგურის წლიური ხარჯი 47.9 მილიონი ლარიდან 24 მილიონ ლარამდე შემცირდება, 15-წლიან პერიოდში კი რეაბილიტაციის მიერ მოტანილი სარგებელი 264 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

"ენგურჰესის" რეაბილიტაციის პერიოდში, აფხაზეთის სრული მომარაგება რუსეთისგან მოხდება, ხოლო როცა ჰესი გაეშვება, პროცესები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. რაც შეეხება რეაბილიტაციის ეფექტს, მისი მიზანია ავარიის პრევენცია, რომელმაც შეიძლება ელექტროსადგურის დიდი ხნით გაჩერება გამოიწვიოს. 2018 წელს ჩვენ ჰესი გავაჩერეთ 10 დღით და რაც შეიძლებოდა, მაშინ გაკეთდა. ასევე, ახლა დაახლოებით 250 მლნ/კვტ.სთ-ის ექვივალენტი წყალი იკარგება ახლა გვირაბიდან; არის გაჟონვები. ასეთ მოკლე დროში 15,5 კმ. გვირაბის სრული რეაბილტაცია ვერ მოხდება და საუბარია 2.5 კმ-ის რეაბილიტაციაზე. ილუზია არ გვაქვს, რომ ეს გაჟონვები სრულად აღმოიფხვრება, თუმცა დარწმუნებული ვართ, დაახლოებით 30%-35%-ით აღმოიფხვრება პრობლემა, რაც წელიწადში, დაახლოებით, 100-120მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას ნიშნავს", - BMG-სთან საუბარში განაცხადა"ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.