მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მოქალაქე დარეგისტრირდა „ფაიზერის“ პირველ დოზაზე დღეს?

60fbe7f8bdfd7
თამთა ჯიჯავაძე
24.07.21 14:12
6936
12 საათიდან ამ დრომდე "ფაიზერის" პირველ დოზაზე დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგისტრაციის დაწყებიდან პირველი 10-15 წუთის განმავლობაში დიდი ნაკადის გამო, საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა, ნახევარ საათში ეს პრობლემა მოხსნა.

„საიტის მუშაობა არის გადაყვანილი ახალ რეჟიმზე, რომელიც ითვალისწინებს შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24-საათიან პერიოდს. როდესაც მოქალაქე დარეგისტრირდება საიტზე, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია და საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, გვიან ღამით საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი 0,5 მლნ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა.