მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მოქალაქე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში? - პრეზიდენტმა ინფორმაცია მოისმინა

5e6635812bcfe
ინგა მურუსიძე
09.03.20 16:23
1113
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, სამეგრელოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება იტალიიიდან ჩამოსული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, მესტიაში კი - იტალიის 4 მოქალაქე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოწერელიამ სალომე ზურაბიშვილის მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც bm.ge-ის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან რეგიონში განხორციელებულ სამუშაოებთან, კორონავირუსის პრევენციულ ღონისძებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის 8 ქალაქის მერები და ვიცემერები ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ პრეზიდენტს რეგიონული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კორონავისურის მიუხედავად, სამხარეო ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს, მიმდინარეობს ბაგა-ბაღების, სკოლებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის.

ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება იტალიიიდან ჩამოსული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, მესტიაში კი -  იტალიის 4 მოქალაქე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა, ყველა რეკომენდაციის დაცვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად მიღებულია საჭირო ზომები.

“მინდა, საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ განწყობა, რომ ვირუსთან დაკავშირებით საჭიროა საკითხისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და სიფრთხილე, საჭიროა, რეგულაციების გათვალისწინება, რაც უნდა მკაცრი იყოს ის, საჭიროა, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივუდგეთ საკითხთს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრია, თუმცა იგი პირველივე დღეებიდან დეტალურ ინფორმაციას ფლობს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ.