30.იანვარი .2020 10:11

რამდენი ობიექტი გაყიდა მთავრობამ 100 შეთავაზებიდან?

views 351
უკან

როგორც დავპირდით ჩვენ ეკონომიკას, ბიზნესს, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთოთ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობის მიმართულებით, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის სამუშაო ადგილები და ბოლო ინიციატივა, რომელიც დავიწყეთ ორი თვის წინ, რაც არის „ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, განვითარდა წარმატებულად. დღეის მდგომარეობით 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც დავპირდით ჩვენ ეკონომიკას, ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის მისაღებ პრივატიზებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების და ეკონომიკაში ახალი ენერგიის მამოძრავებელი ძალა. კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების ძირითადი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა