მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ორგანიზაცია და ადამიანია ჩართული დაგროვებით საპენსიო სისტემაში?

5e0112cb5c27c
ინგა მურუსიძე
24.12.19 00:00
1167
ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს ბალანსზე 525 მილიონამდე ლარია აკუმულირებული.

როგორც bm.ge-ს საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოში სულ დარეგისტრირებულია 60 922 ორგანიზაცია.

რაც შეეხება მოქალაქეების რიცხვს, მიმდინარე თვის მონაცემებით, სულ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულია 954 291 მოქალაქე.

ცნობისთვის: 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებული იყო, საკუთარი ნება-სურვილის მიუხედავად, სახელმწიფომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართო. მათგან სქემიდან გამოსვლის უფლება მხოლოდ 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს ჰქონდათ.