მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი პაციენტი მკურნალობს COVID-19-ზე ბოჭორიშვილის კლინიკაში?

5ea3da684197c
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.20 10:40
982
ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში 48 პაცინეტი იმყოფება, აქედან კოვიდ-19 დადასტურებული აქვს 26 პაციენტს, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში გუშინ 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს. 

"აქედან ერთი, 80 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფის არის, ერთი – 18 წლამდე, ორი კი არ არის რისკის ჯგუფის პაციენტი. ეს პაციენტები განეკუთვნებიან ბოლნისის კლასტერს. მათგან მძიმე არცერთი არ არის.

18 წლამდე ასაკის პაციენტების რაოდენობა სულ არის 7. სამი საყურადღებო პაცინეტია და ერთი მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, საეჭვო სიმპტომებით შემოყვანილია 8 პაციენტი. გამოჯანმრთელებაზე კი ველოდებით ორშაბათისთვის საბოლოო პასუხებს", - აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.