მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი PCR-ტესტია ქვეყანაში და რამდენს ველოდებით სექტემბერში?

5f5626a118181
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.20 16:15
1337
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში 180 000 PCR-ტესტის სრული ნაკრებია.

მისივე თქმით, სექტემბერში ჩინეთიდან და აშშ-დან PCR-ტესტები კიდევ ჩამოვა.

"დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში არის 160 000 PCR-ტესტის სრული ნაკრები. ამავე დროს, ქსელში არის 20 000 ანუ ჯამში, გვაქვს 180 000-მდე ტესტი. მოგეხსენებათ, ჩვენი დღიური ხარჯი სექტემბერში 7 800-მდე იყო", - აღნიშნა მან.

გამყრელიძის ინფორმაციითვე, 11 სექტემბერს საქართველო მიიღებს  ჩინური წარმოების, საკმაოდ კარგი PCR-ტესტის 400 000 ნაკრებს და ასევე,  ამერიკული კომპანია "თერმოფიშერის" 120 000 ტესტს. "ანუ სექტემბერში დამატებით მივიღებთ კიდევ 520 000 – 550 000 PCR ნაკრებს“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღანელმა და დასძინა, რომ საქართველო, ძირითადად, ჩინურ, ამერიკულ და ევროპულ ტესტებს იყენებს.