მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი პროცენტით გაუფასურდა ლარი და მეზობელი ქვეყნების ვალუტები იანვრიდან დღემდე?

5ec412418f3f6
თამთა ჯიჯავაძე
19.05.20 23:30
3098
ლარი მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა პანდემიის გავრცელებამდეც. COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი პოზიციები, – ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელშიც საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული.

„მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი და უკრაინული გრივნა - აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული რუსული რუბლი, თურქული ლირა - დაახლობით 16%-ით, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს“, – წერია მიმოხილვაში.


გარდა ამისა, EPRC-ის დოკუმენტში წერია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინებით, ინფლაცია განსხვავებულად შეეხება რეგიონის სხვადასხვა ქვეყანას.

„სამომხმარებლო კალათის ფასების ზრდა საგრძნობი იქნება თურქეთში, სადაც ინფლაცია 12%-მდე გაიზრდება. საქართველოსა და უკრაინაში კი ინფლაციის მაჩვენებლი 5%-ს მიუახლოვდება. რუსეთსა და აზერბაიჯანში დაახლოებით მსგავსი, 3%-იანი ინფლაცია არის პროგნოზირებული. IMF-ის მოლოდინით, სომხეთს რეგიონში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ექნება და ის 1%-ის ქვემოთ დარჩება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.