03.სექტემბერი .2020 23:39

რამდენი ქალია დასაქმებული ბიზნეს სექტორში? - საქსტატი

views 276
უკან

2020 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 631.8 ათასი დასაქმებულიდან 40.9 % ქალი იყო - ამის შესახებ საქსტატის იმ ანგარიშშია საუბარი, რომელიც საწარმოთა საქმიანობის შედეგებს ეხება.

კლვევა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთაგან დაქირავებული 599 469 ადამიანი იყო, მათ შორის 41.6 %, ანუ 249 586 დაქირავებული ქალია.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 65.5 ლარით, 1 175.6 ლარამდე შემცირდა. მათ შორის ქალების ხელფასის ოდენობამ 916.3 ლარი (კლება 29.7 ლარი) შეადგინა.

ბიზნესში დაქირავებულთა შორის, ყველაზე მეტი დასაქმებული ქალი (72 150) საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორშია. 50 413 ქალია დაქირავებული ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორიში, სადაც ქალები სხვა სექტორებთან შედარებით ყველაზე მაღალი 71.6 %-იანი წილით არიან წარმოდგენილნი.

დაქირავებულ ქალთა წარმომადგენლობა ყველაზე ნაკლებია სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სექტორში, აქ მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით 911 ქალი მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში დაქირავებულთა მხოლოდ 10.4 % არის ქალი.

ცნობისთვის: საქსტატი ბიზნეს სექტორის შესახებ მონაცემებს საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევიდან იღებს.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა