გასულ კვირაში საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი ისევ გააქტიურდა. ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომომიკის 10%-ით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა. რუსი დიპლომატის მხრიდან გააქტიურებული თემის კომენტირებისას ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ბიზნესის და ექსპერტების ნაწილი აღნიშნავდა, რომ "რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს" და ფრენების აღდგენა "ამ ადამიანებისთვის შვება იქნება". ნაწილი კი აცხადებს, რომ რუსეთში მილიონი ქართველი არ ცხოვრობს.
რეალურად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში? BMG შეეცადა, რუსეთში მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობაზე ოფიციალური მონაცემები მოეძიებინა.
"პიემსი კვლევითი ცენტრი" 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში - "ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი
საქართველოს ეკონომიკაზე", გაერო-ს სტატისტიკას იშველიებს და აღნიშნავს, რომ 2020 წელს რუსეთში საქართველოს 450 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა. აღსანიშნია, რომ ამ რაოდენობაში საქართველოს არაქართველი მოქალაქეებიც, მათ შორის, რუსებიც შედიან. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთში 450 ათასი ქართველი ცხოვრობს.
"ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან რუსეთში ცხოვრობს. 2020 წლის მონაცემებით, ეს იყო, დაახლოებით, 450 ათასი. ეს მონაცემი აღნიშნავს 90-იანი წლების შემდეგ 2020-ის ჩათლით, ჯამურად რუსეთში წასულ ემიგრანტებს. ამ რიცხვში ეთნიკურად ქართველებთან ერთად, შესაძლოა, სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც შედიოდნენ, რომლებიც მანამდე საქართველოში ცხოვრობდნენ და მერე წავიდნენ რუსეთში. შესაბამისად, ამ რიცხვებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში", - აცხადებს "პიემსი კვლევითი ცენტრის“ მკვლევარი სოფო ბასილიძე.
რაც შეეხება ეთნიკურად ქართველების რაოდენობას, "როსსტატის" მონაცემებით, 1992 წელს რუსეთში 198 ათასი ქართველი ცხოვრობდა, 2022 წლის მონაცემებით კი, რომელიც 2010 წლის აღწერის შედეგებს ეყრდნობა, ოკუპანტ ქვეყანაში 157 803 ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა, რაც 1992 წლის მონაცემებზე 40 131 ადამიანით ნაკლებია.ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო