მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობს აშშ-ში?

5f5101d45b488
შოთა ტყეშელაშვილი
04.09.20 09:00
2187
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში აშშ-მა სულ 1,095,299 საერთაშორისო სტუდენტი მიიღო. ამ სტუდენტების 57%-ის სწავლების საფასურის დაფინანსების უმთავრესი წყარო არა აშშ-ის მთავრობის და უნივერსიტეტების გრანტები, არამედ მათი პერსონალური სახსრები იყო. ჯამურად, უცხოელი სტუდენტები ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიმღებთა 5.5%-ს შეადგენენ.

ქვეყნების მიხედვით, აშშ-ში ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩადის, მათი რაოდენობა მთლიანად საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის 34%-ს შეადგენს. სტუდენტთა რაოდენობის 18.4%-ით მეორე ადგილზე ინდოეთი, 5%-ით მესამეზე კი სამხრეთ კორეაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლებში აშშ-ში 574 ქართველი სტუდენტი სწავლობდა, საგანმანათლებლო საფეხურების მიხედვით ისინი ამგვარად განაწილდნენ:

● საბაკალავრო პროგრამა - 322 სტუდენტი;
● ზედა საფეხურის პროგრამები - 157 სტუდენტი;
● არასადიპლომო (Non Degree) - 29 სტუდენტი;
● OPT სამუშაო აკადემიური პროგრამა სტუდენტებისთვის - 66 სტუდენტი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების მიხედვით, უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

● სომხეთი - 328 სტუდენტი;
● აზერბაიჯანი - 489 სტუდენტი;
● თურქეთი - 10,159 სტუდენტი;
● რუსეთი - 5,292 სტუდენტი.

უცხოელი სტუდენტები აშშ-ში განათლების მიღების პროცესში რამდენიმე ძირითად სირთულეს აწყდებიან, რომელთაგან მთავარი ბარიერები სწავლის საფასური და ინგლისური ენის ცოდნის დონეა.

საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტია. ტოპ 10 უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტთა რაოდენობით ასე გამოიყურება:

1. ნიუ-იორკის უნივერსიტეტი - 19,605 სტუდენტი;
2. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი - 16,340 სტუდენტი;
3. Northeastern University - Boston - 16,075 სტუდენტი;
4. კოლუმბიის უნივერსიტეტი - 15,897 სტუდენტი;
5. ილინოისის უნივერსიტეტი, ურბანა - 13,497 სტუდენტი;
6. არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 13,324 სტუდენტი;
7. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი - 11,942 სტუდენტი;
8. Purdue University - West Lafayette - 10,943 სტუდენტი;
9. კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან-დიეგო - 10,652 სტუდენტი;
10. ბოსტონის უნივერსიტეტი - 10,598 სტუდენტი.

აკადემიური მიმართულებების მიხედვით, სტუდენტთა 33% ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტებზე სწავლობს, 17% ინჟინერიის მიმართულებაზე, 14.6% ჯანდაცვის, 7.1% კი სოციალური მეცნიერებების მიმართულებაზე.

ბიზნესს საერთაშორისო სტუდენტების მხოლოდ 3.2% სწავლობს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო სტუდენტების ჯამური კონტრიბუცია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში $44.7 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.