მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ქონება გაყიდეს წელს I კვარტალში სიმბოლურ 1 ლარად?

5f030d7f763eb
თელარა გელანტია
08.07.20 09:00
823
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის პირველ კვარტალში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად სულ 3 ქონება გაყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. 

ირკვევა, რომ ქალაქ რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 10000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა „construction service“-ს. კომპანიამ უძრავ ქონებაზე ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო უნდა შექმნას. ინვესტიციის ოდენობა 800 000 ლარია. „უძრავი ქონების“ საბაზრო ღირებულება 200 000 ლარი იყო. ქონების სააგენტოში ამბობენ, რომ განსახორციელებელი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე 310 პირი დასაქმდება.

ასევე, რუსთავში და ისევ პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 38055.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა „ქართლი ტექსტილს“. კომპანიამ უძრავ ქონებაზე ტექსტილის მწარმოებელი საწარმო უნდა ააშენოს. „უძრავი ქონების“ საბაზრო ღირებულება 1 567 518 ლარს შეადგენდა, განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა კი - 6 270 072 ლარია. პროექტი 3500-6500 პირის დასაქმებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, როგორც ქონების სააგენტოს მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, პირველ კვარტალში, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რუსთავში მდებარე 44 უძრავი ქონება (ბინები) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 39 ფიზიკურ პირს 1 ლარად გადაეცა.