მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი საკარანტინე და კოვიდ მიმღები სასტუმროა აჭარაში?

5f6b63c61033a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.20 20:41
1760
დღეს აჭარაში COVID-19-ით 137 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო დღეების განმავლობაში კი ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 100-ზე ნაკლები არ ყოფილა.

ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, ინფიცირების ყველაზე დიდი კერისკენ სახელმწიფომ არსებული რესურსები სრულად მიმართა, იმისთვის რომ ვირუსის გავრცელების ლოკალიზება მოხდეს.

BM.GE-ი იმ სასტუმრო ბიზნესებით დაინტერესდა, რომლებიც დღეს უკვე კოვიდ-ინფიცირებულების მიმღებები გახდნენ და კითხვით - რამდენი სასტუმრო გარდაიქმნა კოვიდის მიმღებად და რამდენი - საკარანტინე სივრცედ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს მიმართა.

„დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ბათუმში 41 საკარანტინე სივრცე მოქმედებს“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, თუმცა ბიზნესის მოთხოვნით, სასტუმროების იდენტიფიცირება არ ხდება.

მათივე ცნობით, საკარანტინე სასტუმროებში ჯამში 2 636 სტუმარია განთავსებული, ხოლო გუშინდელი მონაცემებით, კარანტინის ვადა ამოეწურა და სახლში გაემგზავრა ჯამში 27 781 მოქალაქე.

რაც შეეხება კოვიდის მიმღები სასტუმროების რაოდენობას, კოვიდ-ინფიცირებულ რეგიონში 6 სასტუმრო კოვიდის მიმღებ სასტუმროდ გადაკეთდა, სადაც ჯამში კოვიდ-19-ის სუსტი ფორმით 683 ინფიცირებულია განთავსებული.

ცნობისთვის, საქართველოში კარანტინის რეჟიმში სულ 5 390 ადამიანია, ხოლო კოვიდ-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 640 ადამიანს შეადგენს.