24.სექტემბერი .2021 19:43

რამდენი სარგებლობს საქართველოში აგროდაზღვევით? - სტატისტიკა

რამდენი სარგებლობს საქართველოში აგროდაზღვევით? - სტატისტიკა
views 259
უკან

საქართველოში აგროდაზღვევა კვლავ მცირე მასშტაბისაა - დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით 30,000 აქტიური აგროდაზღვევის პოლისია. მათ შორის სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში 14,400 აქტიური პოლისი მონაწილეობს.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროდაზღვევის პოლისების მთლიანი რაოდენობა 76%-ით არის გაზრდილი, თუმცა, უშუალოდ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილე პოლისების რაოდენობა 3.5%-ით ნაკლებია.

აგროდაზღვევის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის 6 თვეში მოქმედი სადაზღვევო პოლისებიდან კომპანიებმა 16.8 მილიონის სადაზღვევო პრემიები მიიღეს, მათ შორის უშუალოდ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული პოლისებიდან შესული სადაზღვევო პრემიები 11.3 მილიონი ლარი იყო.

თუკი შესულ სადაზღვევო პრემიებს, მოქმედი პოლისების რაოდენობაზე გავყოფთ, დავინახავთ, რომ აგროდაზღვევის პოლისის საშუალო სადაზღვევო პრემიის ღირებულება თვეში 93 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალებს, მან 4.2 მილიონი შეადგინა, საიდანაც უშუალოდ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული სადაზღვევო პოლისებისთვის ანაზღაურებული ზარალი 3.45 მილიონი ლარი იყო.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შეუძლიათ დააზღვიონ 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფციარებს ყოველთვიურ სადაზღვევო პრემიაზე სახელმწიფოსგან 70%-იანი თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ, ხოლო ყურძენზე კი თანადაფინანსება 50%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა