ჩვენ საქართველოში გვყავს 256 ლიცენზირებული ინფექციონისტი. 256 ლიცენზირებული ინფექციონისტის მობილიზება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს" ეთერში განაცხადა.
„სამედიცინო ტექნიკის თვალსაზრისით საქართველოს ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს ევროპულ ქვეყანას. ამაზე მოგიყვებით კონკრეტულ მაგალითს. მაგალითად, იტალიაში 100 000 სულ მოსახლეზე იტალიელებს ჰქონდათ მხოლოდ 8 სასუნთქი აპარატი. მაშინ როდესაც გერმანელებს ჰქონდათ 34 აპარატი. ამ დათქმით, საქართველოში 100,000 მოქალაქეზე 47–ზე მეტი სასუნთქი აპარატი მოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად ვართ სრულიად უზრუნველყოფილი სასუნთქი აპარატებით, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასუნთქ აპარატთან მუშაობენ რეანიმატოლოგები და ისინი მხოლოდ 488 გვყავს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, რომ საქართველოს 700-სზე მეტი სასუნთქი აპარატი აქვს.
ხოლო მანამდე, BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს 2000-მდე სასუნთქი აპარატი აქვს.
bm.ge დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით - რამდენი სასუნთქი აპარატია ქვეყანაში? უწყებაში ამბობენ, სტატისტიკას სააგენტოს მოგვიანებით მიაწვდიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო