მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი საველე ჰოსპიტალი მოქმედებს ქვეყანაში? - თამარ გაბუნიას პასუხი

6139cf6dd8334
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 13:22
759
„ქავთარაძის ქუჩაზე მოქმედ მეორე საველე ჰოსპიტალს, ძნელად შეიძლება საველე ვუწოდოთ“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტის კითხვას, როდიდან აღარ იქნება ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი თითქმის 10 დღეა გაჩერებულია.

„ქავთარაძეზე მოქმედი ჰოსპიტალი ადრე სტაციონარული ნებართვის საფუძველზე ფუნქციონირებდა და დღეს უბრალოდ მისი მუშაობის განახლება მოხდა. ამდენად, ამ ჰოსპიტლის ფუნქციონირება შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს და ამას საველე მიზნებისთვის გამოყენებას ჩვენ ვერ დავარქმევთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ხოლო კითხვაზე - როდის განიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ინფიცირების შემთხვევების პარალელურად ჰოსპიტლების დატვირთვაც შემცირდება.

„დღეს რეანიმაციაში 365 პაციენტია. შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ველით, რომ ჰოსპიტალური დატვირთვა შემცირდება. დღეს თუ ინფიცირების 2 500 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 15-20% ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება და ეს პაციენტები მაინც ჰოსპიტალში მოხვდებიან. ვფიქრობთ, მომდევნო 2-3 კვირაში, სექტემბრის ბოლო იქნება პერიოდი, როდესაც ჰოსპიტალური სექტორი შეღავათს რეალურად იგრძნობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.