მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი საწოლია მობილიზებული კლინიკებში? - თამარ გაბუნია

5f69e8608061b
BM.GE
22.09.20 16:00
563
"კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ დღეისთვის მობილიზებულია 2,522 საწოლი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჯანდაცვის სისტემის მზაობა, რათა შემთხვევების ახლანდელი და მოსალოდნელი მზაობისთვის ქვეყანა მზად იყოს.

„დღეისთვის უკვე 31 კლინიკაში მობილიზებულია 2,522 საწოლი. ახალ კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ გამოცდილება მიიღონ კოვიდის მართვაში უკვე ჩართული კლინიკებისგან. კოვიდ სასტუმროებში პროცესების მართვა კარგად მიმდინარეობს. იქ ხდება იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებსაც დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვთ ანუ მსუბუქ შემთხვევებს წარმოადგენენ, ასაკი 16-დან 65 წლამდე შუალედშია და ისინი არ საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო საჭიროებებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 მოქალაქე გარდაიცვალა.