მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი Tesla იყიდება საქართველოში?

626cce966d9fe
BM.GE
30.04.22 09:50
9694
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში 84,939 ავტომობილი შემოვიდა, რომელთა შორისაც ელექტრომობილი მხოლოდ 331 იყო. ეს მთლიანი ავტოიმპორტის 0.4%-ია.

რაოდენობრივად ელექტრომობილების იმპორტი 2020 წელთან შედარებით შემცირებულიცაა, რადგან 2020-ში ქვეყანაში 342 ელექტრომობილი შემოვიდა.

ბრენდების მიხედვით, პირველ ადგილზე Nissan Leaf-ია, რომლის 62 ელექტრომობილი შემოვიდა საქართველოში.

მეორე ადგილს Tesla იკავებს, რომლის 50 მოდელი შემოვიდა საქართველოში. აქედან 29 მოდელი S-ია, რომლებიც ძირითადად 2013-2016 წლების გამოშვებისაა. Model 3-ის გაყიდვები კი 20 ავტომობილს შეადგენდა.

პოპულარულ მოდელებს შორისაა Hyundai Kona და IONIQ-ი, რომელთა საერთო გაყიდვებიც 26 ავტომობილი იყო. ასევე BMW i3, რომლის იმპორტმაც 40 შეადგინა.

2021 წელს საქართველოში შემოვიდა 12 Porsche Taycan-ი, 4 Jaguar e-Pace და 7 Audi E-Tron-ი.